საგანმანათლებლო ერთეული

 

მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლა


მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მიზანია ადგილობრივ და საერთაშორისო დასაქმების ბაზრებზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და ჯანდაცვის მიმართულებით მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

სკოლის ამოცანებია:

  • საგანმანათლებლო პროგრამის მუდმივი განვითარება და დახვეწა;
  • უახლეს ცონდასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული, განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
  • საქართველოს და უცხოეთის უნივერსიტეტებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და სხვა აკადემიური თუ სამეცნიერო აქტივობების შემუშავება და საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
  • სამეცნიერო კვლევებისა და ახალი ცოდნის დანერგვის, კვლევის სწავლებაში ინტეგრირების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
  • სტუდენტისათვის შესაბამისი კლინიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის ადეკვატური სიმულაციური გარემოს შექმნა და კლინიკური გარემოს უზრუნველყოფა;
  • სტუდენტზე ორიენტირებული აკადემიური გარემოს შექმნა;
  • აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • აკადემიური თავისუფლების ხელშეწყობა;
  • სტუდენტებში პროფესიონალიზმის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • უნივერსიტეტის და სკოლის სტრატეგიების შესაბამისად სკოლის საგანმანათლებლო გარემოს განვითარება;
  • საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში ჩართულობის გზით;
 

სკოლის საბჭო


სკოლა წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას მედიცინისა და სტომატოლოგიის სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. სკოლის მმართველი ორგანოებია სკოლის საბჭო და დეკანი.

სკოლის საბჭო არის სკოლის მმართველი წარმომადგენლობითი კოლეგიური ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის სკოლის დეკანი, სკოლის ყველა აკადემიური პერსონალი და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.

სკოლის საბჭო:

  • დეკანის წარდგინებით, შეიმუშავებს სკოლის სტრუქტურასა და დებულებას;
  • სასწავლო წლის დასაწყისში, განსაზღვრავს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის კოეფიციენტებს, ბარიერებსა და სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიური საბჭოს;
  • განიხილავს პროგრამის ინიციატორის მიერ წარმოდგენილ ახალ საგანმანათლებლო პროგრამას და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის საფუძველზე, დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
  • შეიმუშავებს სკოლის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებს;
  • განიხილავს და ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;
  • ამტკიცებს ლექციებზე და პრაქტიკულ მეცადინეობებზე კოლეგიური ურთიერთდასწრების გრაფიკსა და შემადგენლობას;
  • განიხილავს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს და შეიმუშავებს მათზე რეაგირების მექანიზმებს;
  • ამტკიცებს სასწავლო ცხრილებს;
  • განსაზღვრავს სკოლაში საკადრო ცვლილებების საჭიროებას, საჭირო აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთა რაოდენობას (სამიზნე ნიშნულების გათვალისწინებით) და წინადადებით მიმართავს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს კონკურსის გამოცხადების შესახებ;
  • სასწავლო უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შეიმუშავებს სკოლის სამოქმედო გეგმას და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად;
  • დეკანის წარდგინებით, იღებს გადაწყვეტილებას სკოლის მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიების შექმნის/შეცვლის/გაერთიანების/გაყოფისა და გაუქმების შესახებ;
  • შეიმუშავებს გამოცდების ჩატარების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
 
 

დეკანის მიმართვა


მედიცინა ის სფეროა, რომელიც მუდმივად და ელვისებური სისწრაფით ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ტექნოლოგიების განვითარებამ წარმოუდგენლად გაზარდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობები, თითოეული ადამიანის ორგანიზმი მაინც ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ამოუცნობი მაინც ჯერ კიდევ ბევრი რამ რჩება. მედიცინა ერთ-ერთი უსრთულესი სფეროა ადამიანის მოღვაწეობისა.

მაგრამ მინდა გითხრათ, მარტივი ვერ იქნება საინტერესო, ის რაც რთულია, იქ სადაც მეტი წინააღმდეგობა და სიძნელეა, იქ მეტი ინტერესი გიღვივდება. თუ თქვენ არ გიყვართ მარტივი გზით სიარული, თუ თქვენ თავგადასავლებისა და მუდმივი სიახლეების მოყვარული ხართ, თუ თქვენ ბუნებით გიყვართ თავსატეხების ამოხსნა, ხართ შრომისმოყვარე და რაც მთავარია, გიყვართ ადამიანები, მაშინ თქვენთვის მედიცინა არის სწორედ ის სფერო სადაც შეძლებთ საკუთარი თავის წარმატებით რეალიზებას.

ადამიანებთან მუდმივი კონტაქტის, დახმარების უანგარო სურვილი და იმის შეგრძნება, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ვიღაცის ცხოვრება უკეთესობისაკენ, გააბედნიეროთ არა მხოლოდ ერთი, არამედ უამრავი ადამიანი ერთი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებით - ეს ნიშნავს, რომ თქვენ მოწოდებით ხართ ექიმი

სწორედ ასეთ ახალგაზრდებს ველოდებით ბაუ-ში. უნივერსიტეტი, თავის მხრივ, შექმნის ყველა პირობას, რათა თქვენგან ჩამოყალიბდეს პროფესიონალები

საუკეთესო სურვილებით,
პროფ.ლეილა ახვლედიანი
მედიცინის სკოლის დეკანი

 
 

აკადემიური პერსონალი


 
 

პროგრამები