კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა

კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კოსპუსის წევრი სტუდენტის შესარჩევად.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომში - ცენტრში) მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სისტემურ ცვლილებებზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან მრავალმხრივი და სრულფასოვანი შეფასების მიზნით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს პროცესში სტუდენტების ჩართვა. ცენტრი 2020 წლის 17 ნოემბრიდნ 2020 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით აცხადებს კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი სტუდენტის შესარჩევად.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტის ფუნქციები:

• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად შეფასების პროცესში მონაწილეობა, რაც მოიცავს:
• დაწესებულების მიერ წარმოდგენილი საავტორიზაციო დოკუმენტაციის შესწავლას;
• დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე სტანდარტთან მიმართებით შენიშვნების, მოსაზრებების და კითხვების ჩამოყალიბებას;
• საავტორიზაციო ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავებაში მონაწილეობას;
• საავტორიზაციო ვიზიტში მონაწილეობას, რომლის დროსაც უნდა შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიურება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება;
• ვიზიტის შემდეგ შეფასების შედეგების განხილვაში, შეჯამებასა და დასკვნის მომზადებაში მონაწილეობას;
• შესაბამისი საკითხის განხილვაში ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღებას.
• მონაწილეობა ცენტრის მიერ განხორციელებულ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის სამსახურის უფროსს


ana.japaridze@bauinternational.edu.ge