რეგისტრაცია

სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საოჯახო მედიცინის საერთაშორისო სიმპოზიუმი ბათუმში

06, აპრილი 2017

2017 წლის 6-9 აპრილს, ქალაქ ბათუმში, გაიმართება სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საოჯახო მედიცინის საერთაშორისო სიმპოზიუმი. ღონისძიება შავიზღვისპირეთის ქვეყნების ექიმთა გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. აღნიშნულ სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ ოჯახის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ემერჯენსის ექიმები.

შეხვედრა სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ოჯახის ექიმების ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

იხილეთ ღონისძიების პროგრამა.

ინფორმაცია ქართველი მონაწილეების რეგისტრაციისთვის იხილეთ ამ ბმულზე.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ შემდეგ მისამართზე: bauurgentsymposium.com