ვებინარი თემაზე: ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები ბავშვებსა და მოზარდებში Covid-19 პანდემიის დროს“

15, ივნისი 2020

16 ივნისს, 17:00  საათზე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ვებინარი თემაზე: ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები ბავშვებსა და მოზარდებში Covid-19 პანდემიის დროს“.

მომხსენებლად მოწვეულია ბავშვთა ნევროლოგი,ფსიქიატრი, მედეა ზირაქაშვილი.

ვებინარს მოდერატორობას გაუწევს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, თამილა დილავეროვა.

ვებინარზე განიხილება შემდეგი საკითხები:

  • COVID-19-თან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები და გამკლავების გზები;
  • COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევები და ადიქცია;
  • თუ როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას;
  • თუ როგორ ვებრძოლოთ დაძაბულობას, შფოთვას პანდემიის დროს;

ვებინარი გაიმართება ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ლაივის საშუალებით: https://www.facebook.com/BAUintbatumi