რეგისტრაცია

ონლაინ დისკუსია

11, სექტემბერი 2020

2020 წლის 12 სექტემბერს, 11:00 საათზე Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე, ,,ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი” -ს ინიციატივით, გაიმართება ონლაინ-დისკუსია თემაზე:,,ვირტუალური პაციენტის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენება”.

ონლაინ დისკუსიის ფარგლებში, განხილული იქნება სამედიცინო განათლების აქტუალური საკითხები და დაიგეგმება მომავალი თანამშრომლობა სამედიცინო განათლების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის საინტერესო და სასარგებლო ფორმით.

დისკუსიის მიზანია სამედიცინო სკოლების წარმომადგენლების ონლაინ დისკუსიებში სამედიცინო განათლების განვითარებისა და COVID19 პანდემიის პირობებში სამედიცინო განათლების განხორციელების თაობაზე ურთიერთგაოცდილების გაზიარება.  

შეხვედრაზე ასევე განიხილება შემდეგი საკითხები:

  • უცხოელი სტუდენტების ჩარტერული რეისებით ჩამოყვანისა და საკარანტინე სივრცეში განთავსების პროცესში თანამშრომლობის საკითხი; 
  • ონლაინ დასკვნითი გამოცდების დადებითი და უარყოფითი მხარეები და  გამოცდილების გაზიარება;
  • ონლაინ სწავლებაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილების გაზიარება
  • კლინიკური კომპონენტის  შესრულების საკითხი საყოველთაო  კარანტინის  პირობებში; 
  • სტუდენტებისა და პაციენტის ურთიერთობის რეგულირების საკითხები
  • სხვა საკითხები, დამსწრეთა ინიციატივების შესაბამისად.

დამატებით, მონაწილეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, იმსჯელებენ საქართველოს სამედიცინო სკოლების ასოციაციის დაარსების საკითხზე, რომელიც სამედიცინო სკოლების კომუნიკაციის უფრო მდგრად პლატფორმად მოგვევლინება.  

იხილეთ შეხვედრის განრიგი