ონლაინ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა

16, თებერვალი 2021

2021 წლის 20 თებერვალს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამართავს ონლაინ საგანმანათლებლო გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ბაუ გლობალის საერთაშორისო ქსელში შემავალი შემდეგი უნივერსიტეტები:

Bahçeşehir University-თურქეთი;

Berlin International University of Applied Sciences-გერმანია;

Bay Atlantic University-ამერიკის შეერთებული შტატები;

Bahçeşehir Cyprus University-კვიპროსი;

BAU International University Batumi-საქართველო;

MLA College-დიდი ბრიტანეთი;

გამოფენის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ უფრო ახლოს გაიცნოთ თითოეული უნივერსიტეტი და რაც ყველაზე მთავარია გაიგოთ თუ რა პროცედურების გავლა დაგჭირდებათ გრანტის მოსაპოვებლად.

დამსწრეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ პრეზენტაციის დროს დასვან შეკითხები ონლაინ რეჟიმში და ადგილზევე მიიღონ პასუხები.

გამოფენა გაიმართება ონლაინ პლატფორმის, Zoom-ის მეშვეობით.