BAU

სამოტივაციო წერილი

როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი?

ვაკანსიაზე განაცხადის გასაგზავნად ხშირად სამოტივაციო წერილს გვთხოვენ. კანდიდატურის განხილვისას  სამოტივაციო წერილი რეზიუმეზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. სამოტივაციო წერილის დაწერა, ერთი შეხედვით თითქოს რთულია, მაგრამ თუ დავიცავთ რამდენიმე მარტივ წესს და საკმარის დროს დავუთმობთ, მივხვდებით რომ საკმაოდ ადვილი და სასარგებლო საქმეა.

ხშირად სამოტივაციო წერილის ადრესატი თქვენი პოტენციური დამსაქმებელია, შესაბამისად თქვენ გეძლევათ შანსი, მოახდინოთ პირველი დადებითი შთაბეჭდილება მასზე.

კარგი სამოტივაციო წერილის შედგენისას გასათვალისწინებელია მისი სტრუქტურა:

 • თავდაპირველად დაწერეთ თარიღი, თქვენი სახელი, გვარი და მისამართი.

• შემდეგ, თუ იცით კონკრეტული ადრესატის სახელი. დაიწყეთ მისი მიმართვით. მაგ: ქალბატონო/ბატონო…

• არასდროს დაიწყოთ წერა თქვენი CV-ის განხილვით.

 • სამოტივაციო წერილი სასურველია არ აღემატებოდეს 2 გვერდს.

სამოტივაციის წერილმა უნდა უპასუხოს შემდეგ კითხვებს:

1) რა არის თქვენი მიზანი?

2) პროფესიულად როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი განვითარება?

3) რატომ ფიქრობთ, რომ თქვენ სწორედ ის ხართ, ვინც იმსახურებს შემდეგ ეტაპზე გადასვლას?

4) რა ცოდნასა და უნარებს ფლობთ?

სამოტივაციის წერილმა უნდა უპასუხოს შემდეგ კითხვებს:

5) გაქვთ პროფესიული გამოცდილება?

6) შეაფასეთ საკუთარი თავი. აღწერეთ თქვენი თვისებები და ჩამოწერეთ ძლიერი მხარეები. 7) ხართ ლიდერი ?

8) რატომ ჩვენთან ?

ბოლოს აუცილებლად გადახედეთ თქვენს ნაწერს, რათა არ გამოგრჩეთ გრამატიკული შეცდომები და ეცადეთ გამოყენებული ტერმინოლოგია იყოს მარტივი/გასაგები.