რეგისტრაცია

27 აპრილს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ღია კარის დღე

28, აპრილი 2024

27 აპრილს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ღია კარის დღე - ბათუმში და აჭარის რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის. ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას - გაცვლითი პროგრამები, მიღების წესი და პროცედურები, სხვადასხვა სტუდენტების გამოცდილებები საზღვარგარეთ სწავლის შესახებ, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი იძლევა ერასმუსისა და კლინიკური პრაქტიკის მეშვეობით.

გარდა ამისა, მათ მოისმინეს საჯარო ლექცია თემაზე - საჯაროდ გამოსვლის ტექნიკები, რომელსაც ქალბატონი თამუნა დილავეროვა წაუძღვა. ჩვენი საგანმანათლებლო ინსტიტუციისთვის კი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია აბიტურიენტების მოთხოვნილებების და მოლოდინების პრაქტიკაში ასახვა.