BAU

სტუდენტური თვითმმართველობა

სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული არჩევნების წესით არჩეულ სტუდენტების წარმომადგენლობით კოლეგიურ ორგანოს.

სტუდენტური თვითმმართველობა დებულებით, საქართველოს კანონმდებლობითა და სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს ახორციელებს დამოუკიდებლად და მის საქმიანობაში პირდაპირი ან ნებისმიერი ირიბი ჩარევა ან/და ზემოქმედება დაუშვებელია.

სტუდენტური თვითმმართველობა არ წარმოადგენს იურიდიულ პირს და მას ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობა. სტუდენტურ თვითმმართველობას შესაძლებელია ჰქონდეს ოფიციალური ლოგო, ბეჭედი, ბლანკი, საბანკო ანგარიში, ვებ-გვერდი, ელექტრონული ფოსტა და სხვა ატრიბუტიკა, რომელსაც ამტკიცებს დელეგატთა საერთო კრება.

 

სტუდენტური თვითმმართველობის ადგილსამყოფელია სასწავლო უნივერსიტეტის შენობა

სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებია:

  • ა) სტუდენტების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, როგორც სასწავლო უნივერსიტეტთან, ასევე მესამე პირებთან ურთიერთობაში;
  • ბ) ხელი შეუწყოს სტუდენტებს მათი უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებასა და პრაქტიკულ რეალიზაციაში; გ) დაეხმაროს სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალკალიფიციური განათლების მიღებასა და კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;
  • დ) უზრუნველყოს სტუდენტების ჩართულობა, როგორც სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში, ასევე, სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ, საქველმოქმედო, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში;
  • ე) დაეხმაროს ახალწვეულ სტუდენტებს ადაპტირებასა და სასწავლო უნივერსიტეტში ინტეგრაციაში; ვ) ხელი შეუწყოს სასწავლო უნივერსიტეტში მრავალფეროვანი და მულტიკულტურული გარემოს ჩამოყალიბებას, მათ წარმოჩენასა და სხვადასხვა ეროვნების სტუდენტების დაახლოებას;
  • ზ) ხელი შეუწყოს სტუდენტებს ლიდერობისა და ცვლილებებზე ორიენტირებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;
  • თ) მოახდინოს სასწავლო უნივერსიტეტში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შეიმუშაოს მისი აღმოფხვრის გზები;
  • ი) უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოს სტუდენტთა ინფორმირებულობა ყველა საჭირო ინფორმაციით.

სტუდენტური თვითმმართველობის წევრები:

  • Momin Rabih Adeeb Al-Saraf - პრეზიდენტი
  • Nevsha Tajelipirbazari - დელეგატი
  • Aleksandre Kartsivadze - დელეგატი
  • Ailin Akbari Javar - დელეგატი
  • Abdulrahman Hosameldeen Hassan Sayed Moustafa - დელეგატი
  • Natia Baramidze - დელეგატი
  • Raiha Siddiqi- დელეგატი
  • Purvasha Rajesh Dhargave- დელეგატი
  • Mohamed Tarek Mohamed Nour - დელეგატი
  • Abdulrahman Bulbul - ვიცე-პრეზიდენტი
  • Anastasia Mzhavia - დელეგატი
  • Amaar Alsharikh Akbaraliev - დელეგატი 
  • Raeesah Ajaz- მდივანი

სტუდენტური თვითმმართველობის დებულება

საკონტაქტო ინფორმაცია:

✉ bau.selfg0vernment@gmail.com