2020 წლის 12 სექტემბერს, 11:00 საათზე Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე, ,,ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი” -ს ინიციატივით, გაიმართა ონლაინ-დისკუსია თემაზე:,,ვირტუალური პაციენტის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენება”.
ონლაინ დისკუსიის ფარგლებში, განხილულ იქნა სამედიცინო განათლების აქტუალური საკითხები:
	- უცხოელი სტუდენტების ჩარტერული რეისებით ჩამოყვანისა და საკარანტინე სივრცეში განთავსების პროცესში თანამშრომლობის საკითხი; 
- ონლაინ დასკვნითი გამოცდების დადებითი და უარყოფითი მხარეები და  გამოცდილების გაზიარება;
- ონლაინ სწავლებაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილების გაზიარება
- კლინიკური კომპონენტის  შესრულების საკითხი საყოველთაო  კარანტინის  პირობებში; 
- სტუდენტებისა და პაციენტის ურთიერთობის რეგულირების საკითხები
- სხვა საკითხები, დამსწრეთა ინიციატივების შესაბამისად.
დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი უნივერსიტეტები:
	- ევროპის უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- კავკასიის უნივერსიტეტი
- საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
- სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
დისკუსიის მიზანი იყო სამედიცინო სკოლების წარმომადგენლების ონლაინ დისკუსიებში სამედიცინო განათლების განვითარებისა და COVID19 პანდემიის პირობებში სამედიცინო განათლების განხორციელების თაობაზე ურთიერთგაოცდილების გაზიარება.