რეგისტრაცია

სტუდენტური თვითმმართველობა

 

სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული არჩევნების წესით არჩეულ სტუდენტების წარმომადგენლობით კოლეგიურ ორგანოს.

სტუდენტური თვითმმართველობა ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობითა და სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს ახორციელებს დამოუკიდებლად და მის საქმიანობაში პირდაპირი ან ნებისმიერი ირიბი ჩარევა ან/და ზემოქმედება დაუშვებელია

 
 

სტუდენტური თვითმმართველობის მიზნები


სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებია:

ა) სტუდენტების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, როგორც სასწავლო უნივერსიტეტთან, ასევე მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) ხელი შეუწყოს სტუდენტებს მათი უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებასა და პრაქტიკულ რეალიზაციაში;

გ) დაეხმაროს სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალკალიფიციური განათლების მიღებასა და კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;

დ) უზრუნველყოს სტუდენტების ჩართულობა, როგორც სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში, ასევე, სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ, საქველმოქმედო, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში;

ე) დაეხმაროს ახალწვეულ სტუდენტებს ადაპტირებასა და სასწავლო უნივერსიტეტში ინტეგრაციაში;

ვ) ხელი შეუწყოს სასწავლო უნივერსიტეტში მრავალფეროვანი და მულტიკულტურული გარემოს ჩამოყალიბებას, მათ წარმოჩენასა და სხვადასხვა ეროვნების სტუდენტების დაახლოებას;

ზ) ხელი შეუწყოს სტუდენტებს ლიდერობისა და ცვლილებებზე ორიენტირებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;

თ) მოახდინოს სასწავლო უნივერსიტეტში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შეიმუშაოს მისი აღმოფხვრის გზები;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოს სტუდენტთა ინფორმირებულობა ყველა საჭირო ინფორმაციით.

 
 

სტუდენტური თვითმმართველობის უფლება-მოვალეობები


სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებიდან გამომდინარე, სტუდენტური თვითმმართველობის უფლება-მოვალეოებას წარმოადგენს:

ბ) სტუდენტთა ინტერესების წარმომადგენლობა და ადვოკატირება სასწავლო უნივერსიტეტის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებსა და მესამე პირებთან ურთიერთობებში;

გ) სასწავლო უნივერსიტეტის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების (აკადემიური საბჭო, ფაკულტეტის საბჭო და სხვა.) საქმიანობაში ჩართულობა და შესაბამისი ინიციატივების წარმოდგენა;

დ) სასწავლო უნივერსიტეტის მართვასა და საგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და მათი სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზაციულ-სტრუქტურული ერთეულებისათვის წარდგენა;

ე) სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საქმიანობის შეფასება და შესაბამისი შენიშვნების სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზაციულ-სტრუქტურული ერთეულებისათვის წარდგენა;

ვ) ტრენინგების, ვორქშოპების, კონფერენციების, დებატების, დისკუსიების, ინელექტუალურ თამაშებისა და სხვა საგანმანათლებლო-სამეცნიერო, სოციალურ-კულტურული, სპორტული, საქველმოქმედო და გასართობი ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება;

ზ) სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტურ გაერთიანებებთან ურთიერთობების დამყარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება;

თ) სტუდენტებთან პერიოდული შეხვედრების უზრუნველყოფა, მიმდინარე საკითხებთან და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება, მათი მოთხოვნილებების იდენტიფიცირება, კმაყოფილების კვლევა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ი) სხვა ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც გამომდინარეობის სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებიდან.

 
თვითმმართველობის პრეზიდენტი
მოჰამედ თარექ მოჰამედ ისმაილ მოჰამედ ნოურ