სასწავლო უნივერსიტეტის შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი“ მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და გაუმჯობესებას ჯანდაცვის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებით.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მხარს უჭერს გლობალურ ხედვას მულტიკულტურული სასწავლო და კვლევითი გარემოს შექმნის გზით, რომელიც თავის მხრივ სწავლების, კვლევისა და კლინიკური პრაქტიკის მაღალ სტანდარტებზე და ხარისხის მუდმივ განვითარებასა და დახვეწაზეა ორიენტირებული.
უნივერსიტეტი BAU Global ქსელის აქტიური წევრია და ჩართულია ცოდნის საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებაში, რაც ერთობლივი სასწავლო პროგრამების და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების მხარდაჭერაში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო წრეებში ინტეგრაციის მხარდაჭერასა და კურსდამთავრებულებისათვის საერთაშორისო მასშტაბით კარიერული შესაძლებლობების უზრუნველყოფაში გამოიხატება.
ენვერ იუჯელი არის BAU Global და Bahçeşehir Ugur საგანმანათლებლო ინსტიტუტების (BUEI) დამფუძნებელი და თავმჯდომარე, თურქეთის უდიდესი კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუციების პროვაიდერი. ბატონი იუჯელი ითვლება თურქეთის ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო ექსპერტად დაწყებითი სასკოლო განათლებიდან საუნივერსიტეტო განათლებამდე. მისი ინოვაციური იდეები საგანმანათლებლო სფეროში გამოიყენება როგორც თურქეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
2008 წელს თურქეთის ეროვნული დიდი ასამბლეის მიერ მას მიენიჭა ჯილდო "Outstanding Service Award". 2010 წელს ენვერ იუჯელს ამერიკის თურქეთის საბჭოს მიერ მიენიჭა ჯილდო "Education Award" , ხოლო 2014 წელს UNCA სპეციალური ჯილდო '' Global Education '' პირველად გადაეცა თურქეთის მოქალაქეს გლობალურ განათლებაში შეტანილი წვლილისათვის. აღნიშნული ჯილდოთი ბატონი ენევერ იუჯელი დაჯილდოვდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბან კი-მუნის მიერ.