რეგისტრაცია

თურქი ექიმები – Prof. Dr. Selçuk Basa-სა და Prof. Dr. Altan Varol -ს ვიზიტი

14, აპრილი 2025

12 აპრილს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა თურქ ექიმებს – Prof. Dr. Selçuk Basa-სა და Prof. Dr. Altan Varol-ს, რომელთაც სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად გამართეს დისკუსია პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგიის უახლეს მეთოდებზე, ასევე სტომატოლოგიური განათლების განვითარების თანამედროვე ტენდენციებზე.

შეხვედრა არ შემოიფარგლა მხოლოდ თეორიული ნაწილით – პროფესორებმა აქტიურად იმუშავეს პრაქტიკულ მიმართულებაზეც. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციები რამდენიმე პაციენტთან, რომლებმაც მიიღეს პროფესიული რეკომენდაციები.

აღნიშნული ღონისძიება უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული გამოცდილების ახალი შესაძლებლობების შექმნას.