რეგისტრაცია

სასკოლო ოლიმპიადა 2025

28, აპრილი 2025

25 აპრილს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით წარმატებით დასრულდა სასკოლო ოლიმპიადა 2025, რომელიც მოიცავდა საბუნებისმეტყველო მიმართულების ოთხ საგანში მომზადებულ საგნობრივ ტესტებს: ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში.
 
ოლიმპიადა 5 სესიად ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
 
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის.
 
გამარჯვებულების ვინაობა და დაჯილდოების დეტალები გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში.