რეგისტრაცია

პროფესორი იუსი კაუჰანენსი ბაუ ბათუმში

29, აპრილი 2025

22-25 აპრილს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, წარმატებით უმასპინძლა აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის (UEF) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ იუსი კაუჰანენს.
 
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა კაუჰანენმა ჩაატარა ინტერაქტიული ლექციები სტუდენტებთან, სადაც მათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში თავისი მრავალწლიანი გამოცდილება და ხედვები გაუზიარა. ასევე გაიმართა შეხვედრა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და მიმდინარე საგანმანათლებლო ინიციატივები.
 
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაუ ბათუმში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის განვითარებას, რომლის დაწყებასაც უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში გეგმავს.
 
ბაუ ბათუმი წარმატებით განაგრძობს ჩრდილოეთ ევროპასთან და მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო მოდელებთან ინტეგრაციას. მიღებული გამოცდილებისა და თანამშრომლობისთვის უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროფესორ იუსი კაუჰანენს!