რეგისტრაცია

ვიზიტი ლიტვის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტში

10, ივნისი 2025

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ ლიტვის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მასპინძელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და ფაკულტეტების წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა ერთობლივი საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტების განვითარების პერსპექტივები.

სტაფის წევრებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა პროფესიულ სემინარებსა და კულტურულ ვორქშოფებში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციურ კავშირების გაძლიერებას.

 ბაუ ბათუმი აგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას წამყვან საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან და საერთაშორისო სივრცეში ორმხრივი კავშირების გაძლიერებას.