რეგისტრაცია

კლინიკური პრაქტიკა იტალიაში

10, ივნისი 2025

მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები – მარიკა ყურშუბაძე და როჰან აიჰტშამი 2025-2026 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში კლინიკური პრაქტიკის მიზნით გაემგზავრებიან იტალიაში, ფლორენციის უნივერსიტეტში. მობილობის მიზანია პროფესიული გამოცდილების მიღება და მედიცინის საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება.

 

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აძლიერებს თანამშრომლობის მიმართულებებს პარტნიორ დაწესებულებებთან, ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია ისეთ მაღალრეიტინგულ ინსტიტუციეებთან კოოპერირება, როგორიც ფლორენციის უნივერსიტეტია.