2-7 ივნისს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წარმატებით უმასპინძლა აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მკვლევარს - ფრანკ ადუსეი მენსას, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტროს პროგრამის ფაკულტეტის წევრია.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა ფრანკმა ჩაატარა სემინარები სტუდენტებისთვის, გააზიარა მრავალწლიანი კვლევითი გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ საკითხებზე და შეხვდა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო თანამშრომლობის გზებსა და ერთობლივი საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტების შესაძლებლობებს.
ბაუ ბათუმი მადლობას უხდის პროფესორ ფრანკს ნაყოფიერი ვიზიტისა და თანამშრომლობისთვის და აქტიურად განაგრძობს ინტეგრაციას ჩრდილოეთ ევროპასთან და საერთაშორისო აკადემიურ სივრცესთან, რაც უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.