ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი 9-10 აგვისტოს ეკონომიკის საზაფხულო სკოლის ფარგლებში მასპინძლობს ტრეზორის აკადემიას.
შეხვედრა გაიმართება პროექტის „თავისუფალი სტუდენტები თავისუფალი საქართველოსთვის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ეკონომიკური თავისუფლების, კრიპტოვალუტების, საკუთრების უფლებებისა და ბიუჯეტის ხარჯვის მნიშვნელობის გაცნობას.
მონაწილეები ჩაერთვებიან ლექციებსა და დისკუსიებში, შეისწავლიან თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, ფინანსურ პასუხისმგებლობას და პირადი ბიუჯეტის მართვას.
პროექტის ბოლოს ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, ასევე ყოველი დღის ბოლოს ჩატარდება შეჯიბრი მონაწილეებს შორის, სადაც პირველი სამი ადგილი დასაჩუქრდება სპეციალური პრიზებით, ხოლო სხვა მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო მერჩენდაიზი.
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია!
რეგისტრაციის ლინკი: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSerQDlGtd3eQuTuwvokInldXI-xeiy4IqHBfNFB_p8UEwX67w/viewform