მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწვეტილებით ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამას უპირობო აკრედიტაცია მიანიჭა.
ეს წარმატება ადასტურებს, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი სრულად პასუხობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებს და ამავდროულად ადაპტირებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე.
პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში (WHO, UNICEF, USAID, World Bank და სხვ.), ასევე ჯანდაცვის დაწესებულებებში, არასამთავრობო სექტორში და კვლევით ორგანიზაციებში.
ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლიდერობას განათლების ხარისხსა და საერთაშორისო აკადემიურ სტანდარტებში.