რეგისტრაცია

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

09, სექტემბერი 2025

 

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე. 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა 

საუნივერსიტეტო გამოცდის სახეობა:

  • ინგლისური ენის ტესტირება (50%), 
  • თემატური გამოცდა (25%), 
  • გასაუბრება (25%) 

მინიჭებული აკადემიური ხარისხი: 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მაგისტრი 

მოკლე აღწერილობა:
პროგრამა შეესაბამება WHO-ASPHER-ის კომპეტენციების ჩარჩოს და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიას. ორი წლის განმავლობაში (120 ECTS) სტუდენტები შეისწავლიან ჯანდაცვის სისტემებს, ეპიდემიოლოგიას, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და მონაცემთა ანალიზს. 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: 

  • საქართველოს მოქალაქეებისთვის — საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება. 
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის — ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი (NAEC-ის აღიარებით). 
  • მისაღებია კურსდამთავრებულები ჯანდაცვის, ფარმაციის, საბუნებისმეტყველო, სოციალური მეცნიერებებისა და მენეჯმენტის მიმართულებებიდან, აგრეთვე დიპლომირებული ექიმები და სტომატოლოგები. 

დასაქმების შესაძლებლობები: 

  • სახელმწიფო სტრუქტურები და სამინისტროები 
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები (WHO, UNICEF, World Bank და სხვ.) 
  • კვლევითი ცენტრები და NGO-ები 
  • ჰოსპიტალური და კლინიკური სისტემები 

მიღების პროცესი და ვადები: 

საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატი გადის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას, რომელიც მოიცავს სამ ეტაპს: 

ინგლისური ენის ტესტირება (50%) 

  • მიზანი: B2 დონის კომპეტენციის დადგენა. 
  • მინ. ზღვარი: 60 ქულა. 
  • გათავისუფლება: შესაძლებელია, თუ კანდიდატს გავლილი აქვს მინ. 2 წელი ინგლისურენოვან პროგრამაზე ან ფლობს სერტიფიკატს (IELTS, TOEFL, Cambridge English). 

წერითი გამოცდა (25%) 

  • მიზანი: ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და არგუმენტირებული წერის უნარის შეფასება. 
  • ფორმატი: 
  • ნაწილი 1 – ქეისის ანალიზი; 
  • ნაწილი 2 – დისკუსიური ესე (250–300 სიტყვა). 

 გასაუბრება (25%) 

  • მიზანი: კანდიდატის მოტივაციის, პროფესიული მიზნებისა და პიროვნული მზაობის შეფასება 

 

ვადები: 

  • საბუთების მიღება: 9–25 სექტემბერი, 2025 
  • ესსესა და პორტფოლიოს შეფასება: 26 სექტემბერი, 2025 
  • ინგლისური ენის გამოცდა და გასაუბრება: 26 სექტემბერი, 2025 
  • შედეგების გამოქვეყნება: 27 სექტემბერი, 2025 
  • აპელაციები: 29 სექტემბერი, 2025 
  • საბოლოო სია: 30 სექტემბერი, 2025 
  • ფინანსური რეგისტრაცია: 1–3 ოქტომბერი, 2025 
  • აკადემიური რეგისტრაცია: 6–10 ოქტომბერი, 2025 
  • სწავლების დაწყება: 13 ოქტომბერი, 2025 
  • საბუთების წარდგენის წესი და ჩამონათვალი

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 9 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით. 

 
კანდიდატებს შეუძლიათ: 

  • ელექტრონულად – გაგზავნონ დოკუმენტები უნივერსიტეტის ელ.ფოსტაზე: admissions@bauinternational.edu.ge 
  • მატერიალური ფორმით – წარადგინონ დოკუმენტები პირადად უნივერსიტეტის მისამართზე: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი 237 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია 

  • განაცხადი 
  • პირადობის მოწმობა 
  • ბაკალავრის დიპლომი/ცნობა 
  • სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში) 
  • ფოტოსურათი (3x4) 
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათი და შედეგები 
  • ინგლისურის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში) 
  • CV ან/და პორტფოლიო 

 

საუნივერსიტეტო გრანტი 

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებით ჩარიცხული სტუდენტებიდან საუკეთესო 20% მიიღებს 100%-იან დაფინანსებას პირველ სემესტრში.
დაფინანსების შესანარჩუნებლად GPA უნდა იყოს 4.0 (91+).