რეგისტრაცია

ევროპაში უმსხვილესი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა - EAIE 2025

13, სექტემბერი 2025

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებს ევროპაში უმსხვილეს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში - EAIE 2025, რომელიც შვედეთის ქალაქ გოთენბურგში, საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის (EAIE) ორგანიზებით იმართება.

ღონისძიებაზე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოდგენილია რექტორის, ვიცე რექტორისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ “Education in Georgia” სივრცეში, რომელიც აერთიანებს 16 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და ორგანიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მოიცავს 300-მდე ორგანიზაციას, განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების, ასევე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.

EAIE, რომელიც გლობალური მასშტაბით, უნიკალური შესაძლებლობაა კოლაბორაციებისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მთავარ სტრატეგიულ ხაზს მნიშვნელოვნად აძლიერებს.