ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური სტაფის წარმომადგენელი, ასისტენტი ნანა ჭანჭალეიშვილი მონაწილეობდა ევროპის ნეიროქირურგიული ასოციაციების კონგრესში, რომელიც გაიმართა ვენის უნივერსიტეტში.
კონგრესის ფარგლებში მან წარადგინა კვლევა თემაზე - “Precision Validation of AI-Enhanced Preoperative Targeting for Essential Tremor DBS”, რომელიც ეფუძნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ღრმა ტვინის სტიმულაციის ოპერაციებში და მიზნად ისახავს ანატომიური სიზუსტის გაუმჯობესებასა და ნეიროქირურგიული პრაქტიკის ინოვაციურ განვითარებას.
ღონისძიება აერთიანებდა ევროპის წამყვან სპეციალისტებსა და მკვლევრებს ნეიროქირურგიისა და ნეირომეცნიერების სფეროში და წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პლატფორმას საერთაშორისო სამედიცინო თანამშრომლობისთვის. ამ მასშტაბურ ფორუმში მონაწილეობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური ჩართულობისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.