რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ქალბატონი ირინე იმერლიშვილი

21, ოქტომბერი 2025

2025 წლის 20 ოქტომბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ქალბატონი ირინე იმერლიშვილი.

ქალბატონი ირინე იმერლიშვილი სამართლის დოქტორია. ის იკავებდა ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობებს, როგორიცაა: საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო სექტორში, ისე აკადემიურ და სამართლის პრაქტიკის სფეროებში.

უნივერსიტეტში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან, სადაც ქალბატონმა ირინემ ისაუბრა უნივერსიტეტის განვითარების პრიორიტეტებზე.

ქალბატონი თეა მიქელაძე, რომელიც აქამდე იკავებდა რექტორის პოზიციას, თავის უფლემოსილებას გააგრძელებს ვიცე-რექტორის პოზიციაზე და ამავდროულად შეითავსებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციებს.