რეგისტრაცია

საჯარო ლექცია თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი: მტერი თუ მეგობარი?“.

02, დეკემბერი 2025

 2 დეკემბერს „ბლექსი“ კოლეჯში ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტმა პროფესორმა, თეონა ცინცაძემ, ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი: მტერი თუ მეგობარი?“.

ლექციის მიზანი იყო თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების განხილვა და ხელოვნური ინტელექტის გავლენის შეფასება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ისე სხვადასხვა პროფესიულ სფეროში. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, რისკები და ეთიკური გამოწვევები, რომლებიც სწრაფად განვითარებული ტექნოლოგიური გარემოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

სესია ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა, რაც სტუდენტებს აძლევდა შესაძლებლობას დაესვათ კითხვები, მიეღოთ განმარტებები და აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის კოლეჯ „ბლექსის“ მასპინძლობისთვის და ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის.