რეგისტრაცია

ორდღიანი პროფესიული განვითარების ტრენინგი

24, თებერვალი 2025

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა ორდღიანი პროფესიული განვითარების ტრენინგი, რომელიც მიეძღვნა სამედიცინო მენეჯმენტსა და პაციენტთა უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

ტრენინგის განმავლობაში განხილულ იქნა სამედიცინო უსაფრთხოების ინოვაციური სტრატეგიები, პაციენტთა უსაფრთხოების გაუმჯობესების პრაქტიკული პრინციპები და კომუნიკაციის ეფექტიანობის გაზრდის გზები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ დისკუსიებში, გაცნობოდნენ სფეროს სპეციალისტთა გამოცდილებას და განევითარებინათ პროფესიული უნარები. აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.