11–12 დეკემბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულების კლინიკური პერსონალისა და კლინიკური უნარების ცენტრის სპეციალისტებისთვის ტარდება ტრენინგი თემაზე: „სიმულაციაზე დაფუძნებული შეფასება ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდაში (OSCE)“.
ტრენინგის პროგრამა შემუშავებულია ეროვნული მედიცინის დარგობრივი მახასიათებლისა და სამედიცინო განათლების საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე. მისი მიზანია მონაწილეებს გააცნოს OSCE-ის სქემის კონფიგურაციის ფორმატი, OSCE სადგურების სხვადასხვა ტიპი და შეფასების პროცესში გამომცდელებისთვის გასათვალისწინებელი ძირითადი პრინციპები. ტრენინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კლინიკური კურსების განმახორციელებელი პერსონალისთვის, რომელთა სასწავლო პროცესიც ითვალისწინებს ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდას (OSCE).
ტრენინგს უძღვებიან პროფესორები, კლინიკური ექსპერტები მაკა ბულეიშვილი და ნინო კასრაძე. მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე - https://bit.ly/4oGjtnS