რეგისტრაცია

ტრენინგი - „სიმულაციაზე დაფუძნებული შეფასება ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდაში (OSCE)

11, დეკემბერი 2025

ტრენინგის - „სიმულაციაზე დაფუძნებული შეფასება ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდაში (OSCE)“ - პირველი დღე წარმატებით დასრულდა. ტრენინგი განკუთვნილია მედიცინის მიმართულების კლინიკური პერსონალისთვის და კლინიკური უნარების ცენტრის სპეციალისტებისთვის.

მონაწილეებმა პირველი დღე მიუძღვნეს OSCE-ის სტრუქტურის, სადგურების ტიპებისა და შეფასების ძირითადი პრინციპების გაცნობას, ასევე პრაქტიკული მაგალითების განხილვას, რომლებიც აუცილებელია სამართლიანი და სტანდარტიზებული შეფასების უზრუნველსაყოფად.

სესია ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში, მიეღოთ კითხვებზე პასუხები და გაემყარებინათ პრაქტიკული ცოდნა. ტრენინგს უძღვებიან პროფესორები, კლინიკური ექსპერტები მაკა ბულეიშვილი და ნინო კასრაძე.