მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის დეკანის პოზიციას დაიკავებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი, კლინიკური ექსპერტი, ჯანდაცვის უსაფრთხოების ექსპერტი, პროფესორი მაკა ბულეიშვილი.
ქალბატონი მაკა არის სამედიცინო განათლებისა და კლინიკური შეფასების სფეროში აღიარებული პროფესიონალი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც აკადემიურ, ისე კლინიკური და საგანმანათლებლო მენეჯმენტის მიმართულებით. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, შეფასების თანამედროვე სისტემების დანერგვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. იგი არაერთი პროფესიული ტრენინგისა და საგანმანათლებლო პროგრამის ავტორი და ტრენერია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი წინასწარ ულოცავს ქალბატონ მაკას დეკანის პოზიციაზე დანიშვნას და უსურვებს წარმატებას სკოლის შემდგომ განვითარებაში.