12 დეკემბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა ორ დღიანი ტრენინგი მედიცინის მიმართულების კლინიკური პერსონალისა და კლინიკური უნარების ცენტრის სპეციალისტებისთვის თემაზე: „სიმულაციაზე დაფუძნებული შეფასება ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდაში (OSCE)“. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს პრაქტიკულ ქეისებზე, განიხილეს შეფასების სხვადასხვა სცენარი და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სესიებში OSCE-ის სიმულაციურ გარემოში, რაც შეფასების პროცესის პრაქტიკული გააზრებისა და უნარების გაღრმავების შესაძლებლობას იძლეოდა.
პროგრამა შემუშავებული იყო ეროვნული მედიცინის დარგობრივი მახასიათებლისა და სამედიცინო განათლების საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე. ტრენინგი ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში და მას უძღვებოდნენ პროფესორები, კლინიკური ექსპერტები მაკა ბულეიშვილი და ნინო კასრაძე. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის და განაგრძობს კლინიკური და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.