ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული გუნდი კორპორატიული ვიზიტის ფარგლებში კატარის დედაქალაქ დოჰაში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა გუნდური ურთიერთობების გაძლიერება, სამუშაო პროცესის მიღმა პროფესიული კომუნიკაციის ხელშეწყობა და საერთო გამოცდილების გაზიარება.
ექსკურსიამ თანამშრომლებს შესაძლებლობა მისცა უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი არაოფიციალურ გარემოში, გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები და დაემყარებინათ კიდევ უფრო მჭიდრო პროფესიული ურთიერთობები. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თანამშრომლობის კულტურის განვითარებასა და ორგანიზაციული ერთიანობის განმტკიცებას.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გუნდის კეთილდღეობასა და თანამშრომელთა შორის პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნას.