რეგისტრაცია

პროფესიული ლექცია თემაზე - 1 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარების შეფასება

05, დეკემბერი 2025

5 დეკემბერს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა ირინა ქოქოლაძემ ჩაატარა პროფესიული ლექცია თემაზე - „1 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარების შეფასება“.

ლექციის ფარგლებში განხილული იყო ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ძირითადი ეტაპები, შეფასების თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული ასპექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია განვითარების დროული მონიტორინგისა და რისკების ადრეული გამოვლენისათვის.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკაზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარება ბავშვის განვითარების შეფასების მიმართულებით.