რეგისტრაცია

საჯარო ლექცია - დასწავლის უნარის დარღვევის სამედიცინო ასპექტები და გამოწვევები სასწავლო პროცესში

03, დეკემბერი 2025

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა - ასისტენტ-პროფესორმა ირინე ქოქოლაძემ და ასისტენტმა ცირა კაპანაძემ - ჩაატარეს გასვლითი საჯარო ლექცია ჭარნალის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მშობლებისთვის. შეხვედრის თემა იყო: „დასწავლის უნარის დარღვევის სამედიცინო ასპექტები და გამოწვევები სასწავლო პროცესში“.

საჯარო ლექციის მიზანს წარმოადგენდა პედაგოგებისთვის, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის და მშობლებისთვის ინფორმაციის გაზიარება დასწავლის უნარის დარღვევის სამედიცინო ასპექტების, დარღვევის ტიპებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების შესახებ.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში, სადაც მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელეს მათთვის რელევანტურ საკითხებზე. პედაგოგებმა გამოთქვეს სურვილი, მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდეს.