რეგისტრაცია

საჯარო ლექცია - სწორი კვებისა და ძილის მნიშვნელობა მოზარდთა ასაკში

02, დეკემბერი 2025

2 დეკემბერს სკოლა „ნიკე“-ში ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თეონა გოგიტიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „სწორი კვებისა და ძილის მნიშვნელობა მოზარდთა ასაკში“.

ლექციის ფარგლებში განხილული იყო მოზარდთა ფიზიკური და ფსიქოემოციური განვითარებისათვის სწორი კვებისა და სრულფასოვანი ძილის როლი, ასევე ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ჯანმრთელობის, აკადემიური მოსწრებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში, რაც ხელს უწყობდა წარმოდგენილი თემის პრაქტიკულ გააზრებას.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო და პრევენციულ აქტივობებში მონაწილეობას, რომლებიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.