ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი თანამშრომლობა მიზნად ისახავს უმაღლესი სამედიცინო განათლების განვითარების მხარდაჭერას, აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერებას, ასევე საგანმანათლებლო პროცესში თანამედროვე მიდგომებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ინტეგრაციას.
ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული კომპეტენციების განვითარებას, ინსტიტუციური კავშირების გაღრმავებასა და სამედიცინო განათლების ხარისხის სისტემურ გაუმჯობესებას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს უმაღლესი სამედიცინო განათლების სფეროში პარტნიორობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის.