ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის კონკურსს აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის.
პარტნიორი ინსტიტუცია: ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტი;
მობილობის პერიოდი: გაზაფხულის სემესტრი (11-15 მაისი);
მობილობის ხანგრძლივობა: ხუთი სამუშაო დღე;
კვოტა: ერთი;
ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტთან გაფორმებული ერაზმუს+ ინტერ-ინსტიტუციური ხელშეკრულება მოიცავს ტრენინგებისა და სწავლების კომპონენტებს, საერთაშორისო დონის შეხვედრებსა და ვორქშოფებს, რომლებიც მონაწილეებს აძლევს აკადემიური სფეროს და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებს. შერჩეული მონაწილეები Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ აკადემიურ და კულტურულ აქტივობებში, რომლებიც განსაზღვრულია მიმღები უნივერსიტეტის პროგრამით. მობილობის ფარგლებში გათვალიწინებულია სალექციო შეხვედრები, არაუმეტეს 8 საათისა.
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა აპლიკაციის ფორმის შევსება და შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: მობილობისთვის საჭირო დოკუმენტები:
• Europass CV;
• სამოტივაციო წერილი;
• პასპორტის ასლი;
• გამოქვეყნებული სტატიები;
• ლექციების კონცეპტუალური ხედვა;
კონკურსის ეტაპები:
1. დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 03 თებერვალი - 2026 წლის18 თებერვალი;
2. გასაუბრება - 2026 წლის 24 თებერვალი;
3. ნომინირება ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ;
4. საბოლოო შერჩევა პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ;
ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის სტიპენდია სრულად ფარავს მგზავრობისა და დღიურ ხარჯებს. პარტნიორი ინსტიტუციის ოფიციალური ვებგვერდი: https://lsmu.lt/en/ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საკონტაქტო მეილზე: international.relations@bauinternational.edu.ge წარმატებებს გისურვებთ!