ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს III, IV, V და VI კურსის სტუდენტებისთვის, რათა გაიარონ კლინიკური პრაქტიკა სამხრეთ კორეაში, ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო საავადმყოფოდ ითვლება.
მობილობის პერიოდი: ზაფხული (ივნისი-აგვისტო);
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი თვე;
კვოტა: ერთი სტუდენტი;
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
პასპორტის ასლი;
სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
Europass CV;
სამოტივაციო წერილი;
აკადემიური მოსწრების ამონაწერი (GPA);
პორტფოლიო;
კონკურსის ეტაპები:
დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 05 თებერვალი – 18 თებერვალი;
გასაუბრება კომისიასთან: 2026 წლის 25 თებერვალი;
სტუდენტის ნომინირება ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ;
პარტნიორი ინსტიტუციის მიერ სტუდენტის საბოლოო შერჩევა;
დაფინანსების პირობები: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აფინანსებს ნომინირებული სტუდენტის ავიაბილეთებსა და საცხოვრებელ ხარჯებს განსაზღვრული კვოტის ფარგლებში;
უფასო სასწავლო პროგრამა;
პროგრამის დასრულების სერტიფიკატი;
პარტნიორი ინსტიტუციის ოფიციალური ვებგვერდი:
https://www.inha.com/page/main
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: international.relations@bauinternational.edu.ge მნიშვნელოვანი ინფორმაცია: კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სტუდენტების შერჩევის და საზღვარგარეთ კლინიკური პრაქტიკის მიღების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასწავლო უნივერსიტეტში შპს ''ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი'' განცხადების წარდგენით გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნებიდან 24 საათის ვადაში. გისურვებთ წარმატებებს!