რეგისტრაცია

კონკურსი აფილირებული აკადემიური სტაფისთვის

13, თებერვალი 2026

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აფილირებული აკადემიური სტაფისთვის კლინიკური პრაქტიკის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. საერთაშორისო მობილობა განხორციელდება სამხრეთ კორეაში, ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო საავადმყოფოდ ითვლება.

მობილობის პერიოდი: ზაფხული (ივნისი-აგვისტო);

მობილობის ხანგრძლივობა: ორი კვირა;

კვოტა: ერთი;

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტებმა უნდა შეავსონ შემდეგი ორი ელექტრონული განაცხადის ფორმა (პირველი, მეორე)  და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 

• აპლიკაციის ფორმა;

• Europass CV; • სამოტივაციო წერილი;

• პასპორტის ასლი;

• გამოქვეყნებული სტატიები; კონკურსის ეტაპები: დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 13 თებერვალი – 22 თებერვალი; გასაუბრება კომისიასთან: 2026 წლის 26 თებერვალი; ნომინირება ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ; პარტნიორი ინსტიტუციის მიერ მონაწილის საბოლოო შერჩევა; დაფინანსების პირობები: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აფინანსებს ავიაბილეთებისა და საცხოვრებლის ხარჯებს განსაზღვრული კვოტის ფარგლებში; პარტნიორი ინსტიტუციის ოფიციალური ვებგვერდი: https://www.inha.com/page/main

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: international.relations@bauinternational.edu.ge მნიშვნელოვანი ინფორმაცია: კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მონაწილის შერჩევის და საზღვარგარეთ კლინიკური პრაქტიკის მიღების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტში შპს ''ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი'' განცხადების წარდგენით გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნებიდან 24 საათის ვადაში. გისურვებთ წარმატებებს!