ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „Horizon Europe-ის დაფინანსების შესაძლებლობები და კონკურენტუნარიანი საგრანტო განაცხადის მომზადება“. ტრენინგს უძღვებოდა პროფესორი ალექსანდრა მიხაილიდი.
ღონისძიება განკუთვნილი იყო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის და მიზნად ისახავდა საერთაშორისო საგრანტო საქმიანობის მიმართულებით მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერებას. ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა Horizon Europe-ის პროგრამის სტრუქტურა, დაფინანსების სქემები, საერთაშორისო პარტნიორობის ფორმირების გზები და საგრანტო განაცხადის მომზადების ძირითადი პრინციპები. სესია ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა და მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.