ბაუ ბათუმის ეზოში ჩატარდა სიმულაციური სწავლება, რომლის ფარგლებშიც მედიცინის პროგრამის სტუდენტებმა პრაქტიკულ გარემოში წარმოაჩინეს კლინიკური უნარები, გუნდური მუშაობისა და კრიტიკული აზროვნების შესაძლებლობები.
მსგავსი პრაქტიკული აქტივობები ხელს უწყობს სტუდენტთა პროფესიული კომპეტენციების განვითარებას და მათ რეალური კლინიკური გარემოსთვის მომზადებას.