ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ირინე იმერლიშვილმა და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორმა ირინე შოთაძემ. თანამშრომლობა მიზნად ისახავს აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პრაქტიკების დანერგვას და ცოდნის აქტიურ გაცვლას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ ზრდას, მობილობის პროგრამების განვითარებასა და ინოვაციური სწავლების მეთოდების მხარდაჭერას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს უმაღლესი სამედიცინო განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებისა და გრძელვადიანი აკადემიური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.