რეგისტრაცია

გაცნობითი ვიზიტი

25, მარტი 2026

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ USHAŞ-ის - თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი ჯანდაცვის სერვისების საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი სერდარ შენოლი, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაშაკ დემირჩი და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენდა უნივერსიტეტის საქმიანობის, საგანმანათლებლო პროგრამებისა და კლინიკური მიმართულებების გაცნობა. შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებაზე, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განვითარების პერსპექტივებზე.