სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა პრაქტიკული სწავლება თემაზე - პაროდონტოლოგიაში გამოყენებული გამოკვლევის მეთოდები. სესიის ფარგლებში სტუდენტებმა დეტალურად შეისწავლეს პაროდონტის მდგომარეობის შეფასების ძირითადი პრინციპები, დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები და კლინიკური მიდგომები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სესია იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული, სტუდენტებმა ერთმანეთზე განახორციელეს გამოკვლევის პროცესი და თავადვე იყვნენ პაციენტების როლში. პროცესი სრულად მიმდინარეობდა პროფესორის დაკვირვებისა და ხელმძღვანელობის ქვეშ, რაც უზრუნველყოფდა სწორი ტექნიკის გამოყენებასა და უსაფრთხო გარემოს.