18 აპრილს, ინოვაციური მედიცინის ცენტრში „როგო“ გაიმართა II სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ანესთეზიოლოგიის თანამედროვე სტანდარტებსა და პაციენტის უსაფრთხოების საკითხებს. კონფერენციას ესწრებოდნენ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი ირინე იმერლიშვილი, და ვიცე-რექტორი, ქალბატონი თეა მიქელაძე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობას სამედიცინო სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან სამეცნიერო პროცესებში.
კონფერენციამ გააერთიანა დარგის წამყვანი სპეციალისტები და მკვლევრები. ღონისძიების ფარგლებში გამართული დისკუსიები და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს როგორც ესთეტიკური მედიცინის, ისე ზოგადად ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის. მსგავსი პლატფორმები ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.