რეგისტრაცია

კარდიოვასკულარული ცნობიერების ამაღლების კამპანია

21, აპრილი 2026

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა კარდიოვასკულარული ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტ ამბასადორების მიერ იყო ორგანიზებული. კამპანიის მიზანს წარმოადგენდა გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პრევენციული მიდგომების პოპულარიზაცია სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებაში.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექცია ასისტენტ-პროფესორი, დოქტორი ხათუნა დიასამიძის ხელმძღვანელობით, სადაც განხილულ იქნა კარდიოვასკულარული დაავადებების პრევენციისა და მართვის თანამედროვე ასპექტები. ასევე, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ პრევენციულ სამედიცინო შემოწმებაში, რომელიც მოიცავდა სხეულის მასის ინდექსის (BMI) განსაზღვრას, არტერიული წნევის და პულსის გაზომვას, ელექტროკარდიოგრაფიულ (ECG) კვლევას, ასევე ინდივიდუალურ კონსულტაციასა და რეკომენდაციების მიღებას.