25-26 აპრილს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ღია კარის დღეზე დასავლეთ საქართველოს სამასამდე აბიტურიენტს უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ:
გაცვლითი პროგრამები, ჩასარიცხად საჭირო პროცედურები და საერთაშორისო გამოცდილების შესაძლებლობები. დაესწრნენ კლინიკურ სიმულაციებს და ნახეს თუ როგორ ეუფლებიან სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს სასწავლო პროცესის განმავლობაში. ღია კარის დღის ფარგლებში სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი ინტერესების შესაბამისად აერჩიათ ერთ-ერთი აქტივობა: დასწრებოდნენ საჯარო ლექციას თემაზე - „წარმატებული კომუნიკაციის ხრიკები“ ან ჩართულიყვნენ კამპუსში გამართულ ცხოვრების გადარჩენის საბაზისო უნარების პრაქტიკულ ტრენინგში. მადლობას გიხდით ინტერესისთვის, ბაუ ბათუმის კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა!