ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო მობილობის კონკურსს მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამების II-VI კურსის სტუდენტებისთვის.
პარტნიორი ინსტიტუცია: ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტი;
მობილობის პერიოდი: შემოდგომის სემესტრი;
კვოტა: მობილობის პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია სამი ადგილი მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის, ხოლო ორი ადგილი - სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
მობილობისთვის საჭირო დოკუმენტები:
• Europass CV;
• სამოტივაციო წერილი;
• პასპორტის ასლი;
• აკადემიური მოსწრების დოკუმენტი (GPA-ის მითითებით);
• პორტფოლიო;
• ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსის დადასტურების შესახებ.
კონკურსის ეტაპები:
1. დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 30 აპრილი - 2026 წლის 11 მაისი
2. გასაუბრება - 2026 წლის 15 მაისი;
3. ნომინირება ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ;
4. საბოლოო შერჩევა პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ; საერთაშორისო მობილობის ფარგლებში ნომინირებული სტუდენტების მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს ფარავს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი. პარტნიორი ინსტიტუციის ოფიციალური ვებგვერდი: https://int.bau.edu.tr/ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საკონტაქტო მეილზე: international.relations@bauinternational.edu.ge წარმატებებს გისურვებთ!