რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის სიმულაციების საზოგადოების ინსტიტუციური წევრი გახდა.

04, მაისი 2026

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის სიმულაციების საზოგადოების ინსტიტუციური წევრი გახდა. აღნიშნული ორგანიზაცია ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებსა და სამედიცინო დაწესებულებებს. ევროპის სიმულაციების საზოგადოების მისია ეფუძნება სიმულაციური მიდგომების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობას, ასევე მათ ეფექტურ ინტეგრაციას სამედიცინო განათლებასა და ჯანდაცვის სფეროში.

ორგანიზაციაში გაწევრიანება მნიშვნელოვნად ზრდის პერსპექტივებს კლინიკური განათლების მიმართულებით როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური სტაფისთვის და უზრუნველყოფს თანამედროვე სიმულაციური პრაქტიკების გამოყენებას სასწავლო და კვლევით პროცესებში.