რეგისტრაცია

საერთაშორისო კონგრესი

04, მაისი 2026

3-5 მაისს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობს ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის საერთაშორისო კონგრესი - “GAACI meets WAO”, რომლის ოფიციალური სპონსორია ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ირინე იმერლიშვილი. კონგრესი აერთიანებს ალერგოლოგიის, იმუნოლოგიის, პულმონოლოგიისა და დაკავშირებული დარგების სპეციალისტებს, რომლებიც მონაწილეებს უზიარებენ თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებსა და კლინიკური პრაქტიკის უახლეს მიდგომებს. ღონისძიებაში მონაწილეობენ დარგის წამყვანი ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც კიდევ უფრო ზრდის მის აკადემიურ და პროფესიულ მნიშვნელობას. კონგრესის ფარგლებში იმართება არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფორუმი და სიმპოზიუმი, მათ შორის ალერგიისა და იმუნოლოგიის ეროვნული და საერთაშორისო კონგრესები, ასევე თემატური კონფერენციები სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით.

“GAACI meets WAO” წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისთვის და ხელს უწყობს თანამედროვე სამედიცინო ცოდნის გავრცელებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განაგრძობს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რაც უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.