რეგისტრაცია

საერთაშორისო კონგრესი

15, მაისი 2026

მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მედიცინის სპეციალობის სტუდენტი რეშმა ნირაულა ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით დაესწრო ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კონგრესს - Heart Failure 2026, რომელიც 9-12 მაისს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართა.

კონგრესის ფარგლებში სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობაში, მათ შორის სიმპოზიუმებში, ვორქშოფებში, კლინიკური შემთხვევების განხილვებსა და გულის უკმარისობის მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ ლექციებში.

აღსანიშნავია, რომ რეშმა თავადაც აქტიურად არის ჩართული კვლევით საქმიანობაში და მისი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევა გულის უკმარისობის ფარმაკოთერაპიის მიმართულებით შერჩეულია ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ყოველწლიურ კონგრესზე წარსადგენად. მსგავს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში სტუდენტების მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერას პროფესიული განვითარებისა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიმართულებით.